"რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 5 ოლქში დაარტყეს"

რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 5 ოლქში დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო ავრცელებს.

გერმან გალუშჩენკოს ცნობით, შაბათს ღამით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, კიროვოგრადისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები განახორციელეს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ.

ასევე, ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, შაბათს ღამით ვინიცის ოლქში, რუსული დრონის ჩამოგდების შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.