რუსეთის მთავრობამ კომპანიებს უცხოური ვალუტის გაყიდვა გაუადვილა

რუსეთის მთავრობამ კომპანიებს უცხოური ვალუტის გაყიდვა გაუადვილა, თუ ისინი ანაზღაურებას რუბლებში იღებენ - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ცვლილება ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ისეთი საქონლის ექსპორტს ახდენენ, როგორიცაა საწვავი, ენერგია, ლითონები, ქიმიკატები, ხე-ტყე და მარცვლეული.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს მკაცრი წესების დაცვა უბრძანა, რათა რუბლს დახმარებოდნენ. ამ წესებს კაპიტალის კონტროლი ეწოდება, რისი მიზეზიც რუბლის სისუსტე და კურსის ვარდნა იყო. ხალხი სხვა ქვეყნებში აგზავნიდა ფულს რუსეთიდან და ქვეყანაში არ იყო საკმარისი უცხოური ვალუტა. ცნობისთვის, აპრილში ეს წესები კიდევ ერთი წლით გაგრძელდა.

ძველი წესებით, კომპანიებს უცხოური ფულის მინიმუმ 80% რუსულ ბანკებში უნდა შეენახათ. შემდეგ, ამ თანხის 90% რუსეთში ორ კვირაში უნდა გაეყიდათ.

ახლა, 30 მაისის მდგომარეობით, მთავრობა ამბობს, რომ კომპანიებს შეუძლიათ აირიდონ ეს წესები, თუ მათი კონტრაქტების ნახევარზე მეტი რუბლებშია გადახდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანია ხელფასს ძირითადად რუბლებში იღებს, მას არ მოუწევს თავისი უცხოური ფული აუცილებლად რუსეთში გაყიდოს.

ცენტრალური ბანკი (რომელიც აკონტროლებს ქვეყნის ფულს) ყოველთვის არ ეთანხმებოდა ამ კონტროლს. ბანკი ფიქრობს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები (ამჟამად 16%) და ექსპორტის შემოსავალი უფრო ეხმარება რუბლს, ვიდრე ეს წესები. 1 დოლარი ახლა დაახლოებით 80-85 რუბლი ღირს, ვიდრე ადრე, როცა ერთი დოლარის საყიდლად 100 რუბლზე მეტი იყო საჭირო.

მთავრობა თვლის, რომ მსგავსი კონტროლი ხელს უწყობს რუბლის დაცვას. მაგრამ ცენტრალური ბანკს მიაჩნია, რომ რუბლის სიმყარის შესანარჩუნებლად სხვა ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია და ეს შეზღუდვა ნაკლებად ეფექტურია.

თორნიკე მაისაშვილი