თბილისის უბნები, სადაც ბინას ყველაზე იაფად იქირავებთ - Galt & Taggart

2024 წლის აპრილში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი) - ამის შესახებ Galt&taggart-ის კვლევაშია საუბარი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე დაბალი ფასი ქირის შემთხვევაში სამგორისა და დიდი დიღმის ტერიტორიაზეა. ორივე შემთხვევაში ქირის ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 7.9 დოლარს შეადგენს, რაც თბილისის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს გლდანი იკავებს, თბილისის ამ უბანში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ქირის შემთხვევაში 8.1 დოლარს შეადგენს. ასევე ქირის სიიაფის კუთხით, მესამე ადგილზე Galt & taggart-ის კვლევის მიხედვით, ვაშლიჯვარი გავიდა. კვადრატული მეტრის ქირის ფასმა აქ 8.2 დოლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირი ბინის ქირაობა ვაკეში დაგიჯდებათ, აქ ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 15.2 დოლარია. აღნიშნულ მაჩვენებელს ოდნავ ჩამორჩება მთაწმინდა, ამ უბანზე კვლევის თანახმად ქირის საშუალო ფასი ერთ კვადრატულზე 14 დოლარია.

წყარო: Galt&taggart

galt-1717244552.png

თორნიკე მაისაშვილი