ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში ჩავიდა.

„სინგაპურში Shangri-La Dialogue კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საკვანძო პლატფორმას წარმოადგენს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

სინგაპურში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრს ლოურენს ვონგს, აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტს ჟოზე რამუშ-ორტას, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და სინგაპურელ ინვესტორებს შეხვდება.

უკრაინის პრეზიდენტი ხვალ, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა.