ახალბედა მილიარდერი - ვინ არის სემ ალტმანი, რომელმაც უკვე 2 მლრდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი (AI) ინოვაციების წინა პლანზე იყო. ამ ტრანსფორმაციულ ტალღას კი სათავეში OpenAI-ის სემ ალტმანი უდგას.

ალტმანი ითვლება ხელოვნური ინტელექტის ფორმირების ერთ-ერთ წამყვან ფიგურად: მან დააარსა OpenAI და ჩატბოტის/ ვირტუალური ასისტენტის ინტერფეისი ChatGPT.

მისი პირველი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო მობილური სოციალური ქსელის სერვისი Loopt, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ დააარსა. კომპანიამ 30 მილიონ დოლარზე მეტი სარისკო კაპიტალი მოიზიდა.

2011 წელს ალტმანი შეუერთდა სტარტაპ Y Combinator-ს და მისი პრეზიდენტი იყო 2014 წლიდან 2019 წლამდე. Y Combinator-ში ყოფნისას ალტმანმა სტარტაპის ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ხოლო მისი პირადი ინვესტიციების წყალობით, ალტმანმა კომპანიების როგორიცაა Reddit, Asana, Zenefits, Instacart, Soylent და Airbnb, წარმატებას ჩაუყარა საფუძველი.

Reddit-ის 2024 წლის თებერვლის წინასწარი IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) წარდგენისას გამოვლინდა, რომ ალტმანი ფლობს კომპანიის 8.7 პროცენტს.

ამჟამად Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, სემ ალტმანის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

222-1717277673.jpg

კარიერის დაწყება Loopt-ით

სენტ-ლუისის გარეუბანში მცხოვრებმა სემ ალტმანმა 8 წლის ასაკში მაკინტოშის კომპიუტერის დაპროგრამება და დაშლა ისწავლა.

2003 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ, მან და ორმა თანაკლასელმა გადაწყვიტეს მიეტოვებინათ სწავლა, რათა აემუშავებინათ თავიანთი სტარტაპი Loopt.

მათ შექმნეს აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა მეგობრებთან გაეზიარებინათ თავიანთი მდებარეობა რეალურ დროში და აღმოეჩინათ ახლომდებარე შეთავაზებები. Loopt-მა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო.

ალტმანმა დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თავად აპლიკაცია Loopt-მა კი 175 მილიონი დოლარი.

თუმცა, 2012 წელს Loopt Green Dot Corporation-მა 43 მილიონ დოლარად შეიძინა. ამ გარიგებამ საშუალება მისცა ალტმანს PayPal-ის თანადამფუძნებლის პიტერ ტიელის მენტორობით, გაეხსნა 20 მილიონი დოლარის საწარმოს ფონდი Hydrazine Capital.

ალტმანის წვლილი Y Combinator-ში

2011 წელს ალტმანი შეუერთდა სტარტაპ ამაჩქარებელს და სარისკო კაპიტალის ფირმას Y Combinator-ს. 2014 წლის თებერვალში იგი პრეზიდენტად დაინიშნა.

ალტმანის მიდგომის შედეგად, Y Combinator-ის მხარდაჭერილი კომპანიების ჯამურმა ღირებულებამ 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მათ შორის იყვნენ Airbnb, Dropbox, Zenefits და Stripe.

თუმცა 2019 წლის მარტში, სემ ალტმანი აღნიშნულ სფეროს განერიდა, რათა კონცენტრირება OpenAI-სთან მუშაობაზე მოეხდინა. 2020 წლის დასაწყისისთვის ალტმანი აღარ იყო დაკავშირებული Y Combinator-თან.

სემ ალტმენი Reddit-ის 8,7 პროცენტს ფლობს

ალტმანის ჩართულობა Reddit-თან Y Combinator-ის მეშვეობით დაიწყო.

2014 წელს ალტმანი იყო Reddit-ის სერიის B დაფინანსების რაუნდის წამყვანი ინვესტორი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა 50 მილიონი დოლარის შემოსავალში.

ამას მოჰყვა 2017 წელი, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო სერიის C დაფინანსების რაუნდში, კომპანიაში დამატებით 200 მილიონი დოლარი მოიზიდა.

ალტმანი 2022 წლამდე განაგრძობდა Reddit-ის საბჭოში მოღვაწეობას. დღეს სემ ალტმანი არის Reddit-ის სიდიდით მესამე აქციონერი, დაახლოებით 8.7-პროცენტიანი წილით - ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე Reddit-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჰაფმანი ფლობს.

333-1717277744.jpg

OpenAI-ს დაარსება

2015 წლის დეკემბერში სემ ალტმანმა, ილონ მასკმა და ინვესტორთა ჯგუფმა OpenAI დააარსეს, რამაც Microsoft-სგან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მყისიერად შეაგროვა.

OpenAI შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ კაცობრიობას. ალტმანმა შეითავსა აღმასრულებელი დირექტორის როლი, კომპანიას კი ხელმძღვანელობდა სან-ფრანცისკოდან, მისი შტაბ-ბინიდან.

2022 წლის ნოემბერში OpenAI-ის ChatGPT უკვე საკმაოდ განვითარებული იყო. თუმცა 2023 წლის ნოემბერში, OpenAI-ის საბჭომ ალტმანი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. მიზეზად კი კომუნიკაციაში შეუსაბამობები დაასახელა.

ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება და OpenAI-ის თანამშრომლების მხრიდან ღია წერილი მოჰყვა. ისინი ალტმანის აღდგენას და საბჭოს გადადგომას ითხოვდნენ. მუშა ძალის აბსოლუტურმა მხარდაჭერამ და Microsoft-ის ზეწოლამ განაპირობა ალტმანის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

2024 წლის მაისში ისევ ალტმანის ხელმძღვანელობით, OpenAI-მ გამოაცხადა GPT-4o, რომელსაც შეუძლია ორჯერ მეტი სიჩქარით ტექსტის, აუდიოსა და ვიდეოს რეალურ დროში ანალიზი.

OpenAI ამჟამად 86 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მას ელონ მასკის SpaceX-ის შემდეგ, მეორე ყველაზე ღირებულ ამერიკულ სტარტაპად აქცევს.

სხვა სტარტაპები

სემ ალტმანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რამდენიმე სხვა პროგრესულ სტარტაპში. COVID-19 პანდემიის დროს, მან დააარსა პროექტი Covalence, კლინიკური კვლევების დაჩქარების მიზნით. მის საინვესტიციო პორტფელში ასევე ფიგურირებს Airbnb, Stripe და Retro Biosciences.

ის ასევე ჩაერთო ენერგეტიკულ სექტორში, იყო Helion Energy-ის თავმჯდომარე, რომელიც ფოკუსირებულია ბირთვულ შერწყმაზე.

2020 წელს ალტმანმა 250,000 დოლარი შესწირა American Bridge 21st Century-ს, Super-PAC-ს, რომელიც მხარს უჭერს ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას.

100 მილიონი დოლარის უძრავი ქონების პორტფელი

სემ ალტმანი ფლობს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, რომელიც ძირითადად მდებარეობს დასავლეთ სანაპიროზე და ჰავაიზე.

2020 წლის მარტში ალტმანმა შეიძინა 27 მილიონ დოლარიანი სასახლე სან-ფრანცისკოს პრესტიჟულ Russian Hill-ში.

მოგვიანებით OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იყიდა 15,7 მილიონ დოლარიანი უძრავი ქონება კალიფორნიაში. 950 ჰექტარზე გაშენებული სახლი ნაპას ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით მდებარეობს. ადგილი მოიცავს ხუთი რეზიდენციის, ორი კერძო ტბასა და სხვა სანახაობებს.

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია 12-საძინებლიანი ქონება ჰავაის დიდ კუნძულზე, რაშიც 43 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ალტმანის ავტოფარეხში განთავსებულია საავტომობილო საგანძურის კოლექცია, მათ შორის ორი McLaren F1, თითოეულის ღირებულება 20 მილიონ დოლარზე მეტია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი