2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა როგორც იპოთეკური, ასევე, ავტო, ლომბარდული და სამომხმარებლო სესხები.
როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (2024 წლის აპრილის სტატისტიკა):
რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, აპრილში მარტთან შედარებით ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.98% შეადგინა, მარტში ეს მაჩვენებელი 15.13% იყო.
ეროვნულ ვალუტაში სესხები უფრო მეტად ფიზიკურ პირებს შეუმცირდათ - 17.47%-დან 17.13%-მდე, იურიდიული პირების შემთხვევაში კი კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 11.91%-დან 11.85%-მდე დაიკლო.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს, აქ აპრილში ზრდა ფიქსირდება. საშუალო განაკვეთმა მარტის 8.65%-დან 8.79%-მდე მოიმატა. ფიზიკური პირებისთვის გაცემული კრედიტები 7.61%-დან 7.65%-მდე გაძვირდა, იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა კი 9.04%-დან 9.19%-მდე მოიმატა.