რა წილი აქვს საქართველოში ქარის, თბო და ჰიდრო ელექტროსადგურებს დენის გამომუშავებაში

სემეკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 7.6%-ით შემცირდა. მიუხედავად გასული წლის შემცირებისა, დენის მოხმარება 2013-2023 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა.

რაც შეეხება წარმოებას, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილი წლიურად 2%-ით გაიზარდა და წარმოებულ ელექტროენერგიაში მისი წილი 23.4%-ით განისაზღვრა.

2023 წელს ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 76% იყო, რაც გასულ წელთან შედარებით, 0.2%-იან შემცირებას აჩვენებს.

რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურებს, 2023 და 2022 წლებში ჯამურ გამომუშავებაში მისი წილი 0.6% იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქარის ელექტროსადგურები საქართველოში 2016 წელს ამუშავდა, მაშინ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 0.1% იყო, მას შემდეგ 2022-2023 წლებში გამომუშავების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ:

111-1717278018.jpg

მერი ტაბატაძე