სტიქიის გამო, გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადდათ

თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, გადამხდელებს დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 15 ივნისი გამოცხადდა უქმე დღედ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითვლისწინებს გადასახადის გადამხდელების მდგომარეობას და ყველა ის გადამხდელი, რომელიც აღნიშნულის გამო, ვერ მოახერხებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდელობით დადგენილ ვადაში წარდგენას და გადასახადების გადახდას, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.