„რუსეთიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის 98% აფხაზეთს მიეწოდა”

სემეკის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობამ 790 კვტ.სთ შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით იმპორტი დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 2022 წელს მაჩვენებელი 1 533 კვტ.სთ იყო.

ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის 1%-ზე მეტი აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან განხორციელებული იმპორტის 98% აფხაზეთს მიეწოდა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა და 1,468 კვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს იმპორტი 971 კვტ.სთ-ს გაუტოლდა. ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის 89% თურქეთში, 5% – სომხეთში, 6% კი – აზერბაიჯანში განხორციელდა.

111-1717279145.jpg

მერი ტაბატაძე