პუტინი, კიმ ჩენ ინი, სი ძინპინი - უმდიდრესი მსოფლიო ლიდერები დღეს

გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი დღეს უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, ისინი მდიდრებიც არიან. პარადოქსი ამ შემთხვევაში კი ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნის უმდიდრესი ლიდერის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ეკონომიკა ნამდვილად არ გამოირჩევა საუკეთესო მაჩვენებლებით.

წარმოგიდგენთ უმდიდრესი ლიდერების სავარაუდო ქონებას:

რუსეთი: ვლადიმერ პუტინი – სავარაუდო ქონება 200 მილიარდი დოლარი

ოფიციალურად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსები საიდუმლოებით არის მოცული. Hermitage Capital Management-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ბრაუდერის შეფასებით, რომელიც 2017 წელს აშშ-ს სენატის სასამართლო კომიტეტის წინაშე წარსდგა, „კაგებეს“ ყოფილი ოფიცრის ქონება 200 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

თუმცა, 2018 წელს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 2011-დან 2016 წლამდე პუტინმა ოფიციალურად მხოლოდ 673,000 დოლარი გამოიმუშავა.

ჩრდილოეთ კორეა: კიმ ჩენ ინი – სავარაუდო ქონება 5 მილიარდი დოლარი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წლიდან მოყოლებული 5 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. დაახლოებით იმ პერიოდში აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომლებსაც აკონტროლებდნენ უმაღლესი ლიდერი და მისი ოჯახი.

მათ დაადგინეს, რომ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი დამალული იყო ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთსა და შვეიცარიაში 200-ზე მეტ საბანკო ანგარიშზე.

ჩინეთი: სი ძინპინი – სავარაუდო ქონება 1,5 მილიარდი დოლარი

სი ძინპინს აქვს ძალიან მოკრძალებული ხელფასი, წელიწადში მხოლოდ 22,000 დოლარი. თუმცა, 2012 წელს გაირკვა, რომ ძინპინი და მის ოჯახი მალავდნენ ინვესტიციებს მრავალ ჰოლდინგში, მათ შორის უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმა Shenzhen Yuanwei-ში-244 მილიონიან წილს.

ასევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სი ძინპინი ფლობდა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების წმინდა ქონებას. თუმცა, მისი სიმდიდრის ზუსტი და ოფიციალური ოდენობა ჯერ არსად გამოქვეყნებულა.

სირია: ბაშარ ალ-ასადი – სავარაუდო ქონება 1,5 მილიარდი დოლარი

2012 წლისთვის სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა დააგროვა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ქონება. 2022 წლისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი წმინდა ქონება შეადგინა 2 მილიარდ დოლარად შეაფასა.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის ლიდერებიც საკმაოდ დიდ ქონებას ფლობენ:

  • ტაილანდი: სრეტა ტავისინი – სავარაუდო ქონება 1.3 მილიარდი დოლარი
  • დიდი ბრიტანეთი: რიში სუნაკი – სავარაუდო ქონება 828 მილიონი დოლარი
  • ეკვატორული გვინეა: თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო – სავარაუდო ქონება 600 მილიონი დოლარი
  • აზერბაიჯანი: ილჰამ ალიევი – სავარაუდო ქონება 500 მილიონი დოლარი
  • რუანდა: პოლ კაგამე – სავარაუდო ქონება 500 მილიონი დოლარი
  • სამხრეთ აფრიკა: კირილ რამაფოზა - სავარაუდო ქონება 450 მილიონი დოლარი
  • კენია: უილიამ რუტო – სავარაუდო ქონება 299 მილიონი დოლარი
  • თურქეთი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სავარაუდო ქონება 58 მილიონი დოლარი
  • საფრანგეთი: ემანუელ მაკრონი – სავარაუდო ქონება 31,5 მილიონი დოლარი
  • უკრაინა: ვოლოდიმირ ზელენსკი – სავარაუდო ქონება 20 მილიონი დოლარი
  • აშშ: ჯო ბაიდენი – სავარაუდო ქონება 10 მილიონი დოლარი
  • კანადა: ჯასტინ ტრუდო – სავარაუდო ქონება მინიმუმ 5 მილიონი დოლარი

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი