10-იდან 4 იტალიელი ნოტრიფობიით იტანჯება

იტალიელების, დაახლოებით, 40% ნოტრიფობიით იტანჯება. ესაა ზაფხულში სამოგზაუროდ არწასვლის შიშია. ამის შესახებ პორტალ PiratinViaggio-ს კვლევისა და გამოკითხვის შედეგებში წერია.

ნოტრიფობია შედარებით ახალი ტერმინია და ეხება შიშს, რომელიც ადამიანებში მაშინ ჩნდება, როცა უახლოეს მომავალში მოგზაურობა არ აქვთ დაგეგმილი.

ექსპერტების დასკვნით, მოგზაურობის დაგეგმვა ისეთ დადებით ემოციებს უძღვის წინ, როგორიც არის ბედნიერება, ხოლო მომავალი მოგზაურობის არარსებობა ადამიანებში შფოთვისა და იმედგაცრუების მსგავს შეგრძნებას იწვევს.

ნოტრიფობია, ძირითადად, ახალგაზრდებს აწუხებთ, რომლებიც, საშუალოდ, ოციდან ოცდაათ წლამდე არიან, განსაკუთრებით, თუ ისინი Z-თაობას მიეკუთვნებიან.

გამოკითხვაში მონაწილე იტალიელებმა განაცხადეს, რომ მოგზაურობის პერსპექტივის არარსებობა ყოველდღიურ საქმიანობაში მათ ფსიქიკურ დისკომფორტს უქმნის.

გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ მოგზაურობა მათ სტრესის მოხსნაში ეხმარება, ხოლო უმეტესობა მზად არის, მოგზაურობისთვის რესტორნებში ვახშმობასა და საყიდლებზე უარი თქვას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ