რაზე უჩივიან ბანკებს - მომხმარებლების პრეტენზიები 73%-ით გაიზარდა

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 73%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს აპრილი მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 454 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 420.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და ინტერნეტბანკზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის აპრილში) ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1340 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 430 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 119განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 82 განაცხადი;
  • ბიზნეს სესხი - 40 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1205 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 459 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 364 განაცხადით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში 2 454 საჩივრიდან ბანკებმა 1 178 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 468 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 800 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 8-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ნინი ქეთელაური