"ალდაგი" სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ალდაგი" სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

"კომპანია დაეხმარება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. "ალდაგი" ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. "ალდაგი" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის ნივთების გადაცემა. აღსანიშნავია, რომ "ალდაგი" წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.