რომელი პროდუქტები გაიაფდა მაისში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა ნიორი (99%), მწვანილი (68%) და ატამი (66%), ხოლო გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა ანტიბიოტიკები, წიწიბურა და მზესუმზირას ზეთი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს (ტოპ-10), რომელიც მაისში გაიაფდა:

  • ანტიბიოტიკები - 35%
  • წიწიბურა - 33%
  • მზესუმზირის ზეთი - 25%
  • ხახვი - 24%
  • კიტრი - 20%
  • საზამთრო - 15%
  • მარგარინი - 14%
  • მწვანე ლობიო - 13,4%
  • ბამბა - 13%
  • სარეცხი საპონი - 11%
ნინი ქეთელაური