2030 წლისთვის კარტოფილის მსოფლიო წარმოება 112%-ით გაიზრდება - გაერო

2030 წლისთვის პროდუქტის წარმოება 112%-ით გაიზრდება და 750 მილიონ ტონას მიღწევს - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

დღესდღეობით მსოფლიოში წარმოებული კარტოფილის თითქმის ნახევარი მსოფლიოში ძირითად პროდუქტად გამოიყენება. 2020 წლის მონაცემებით, ლიდერი კარტოფილის წარმოებაში იყო ჩინეთი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ რუსეთი და უკრაინა.

კარტოფილს 5 000-ზე მეტი ჯიში აქვს, მათგან ბევრი მხოლოდ სამშობლოში - ლათინურ ამერიკაში ხარობს. მას მსოფლიო მოსახლეობის ორი-მესამედი აქტიურად მოიხმარს - ამ კულტურის ფართოდ გაშენება ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, როგორიცაა ნულოვანი შიმშილი, სოფლის მეურნეობის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება.

კარტოფილი არა მხოლოდ წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის კვების მთავარ საფუძველს, არამედ დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს იძლევა.

ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით, 355-357 მილიონი ტონა კარტოფილი იწარმოება. გაეროს პროგნოზით, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 500 მილიონ ტონამდე გაიზარდოს და უკვე 2030 წლისთვის კი 750 მილიონ ტონამდე.

ეკა დარჩიაშვილი