საოჯახო სამართალი: განქორწინების განცხადება და ალიმენტი

საქართველოს საოჯახო სამართალი მოიცავს სამართლებრივი პრინციპების, ნორმებისა და რეგულაციების ფართო სპექტრს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ოჯახურ საკითხებს, საჭიროებებსა და დავებს არეგულირებს, მათ შორის, ისეთ ასპეტქებს, როგორიცაა განქორწინების განაცხადი და ალიმენტი. უფრო ვრცლად რომ განვმარტოთ, საოჯახო სამართალი მოიცავს ოჯახური ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს:

  • ქორწინება;
  • განქორწინება;
  • ბავშვის მეურვეობა;
  • ალიმენტი;
  • საკუთრების უფლებები;
  • და სხვა დაკავშირებულ საკითხები.

საოჯახო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესახებ ბაზისური ინფორმაციის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ინდივიდისათვის, რომელიც უკვე სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება, ან სამომავლოდ აპირებს დაოჯახებას. ამ გზით, ადამიანი მშვიდად გეგმავს თავის მომავალს და წინასწარ იცის, საკუთარი მოვალეობები, პასუხისმგებლობები ან, თუნდაც, თუ როგორ მოაგვაროს ესა თუ ის პოტენციურად დამაბრკოლებელი საკითხი ან დავა სამართლებრივად. მათ შორის, როდის მიმართოს პროფესიონალ იურისტს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები.

რას გულისხმობს საოჯახო სამართალი თავისი თითოეული ასპექტით?

საქართველოს საოჯახო სამართალი, უპირველეს ყოვლისა, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, სადაც სრულყოფილადაა განხილული საოჯახო სამართლის საკითხები და მეუღლეთა უფლებები. ეს საკანონმდებლო ბაზა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ოჯახის წევრების ინტერესები და უზრუნველყოს სამართლიანი გადაწყვეტილებები სადავო შემთხვევებში. საოჯახო სამართალი ძირითადად მოიცავს:

  • ქორწინება და საქორწინო კონტრაქტი: ქორწინების სამართლებრივი მოთხოვნები, მათ შორის ასაკობრივი შეზღუდვები, რეგისტრაციის პროცედურები, ქორწინების ნამდვილობის საფუძვლები და უცხოეთში რეგისტრირებული ქორწინების აღიარება საქართველოში.
  • განქორწინება და ბათილად ცნობა: განქორწინების პროცედურები, ქორწინების ბათილობის საფუძვლები, მეუღლეთა მიერ ქონების გაყოფა და მეუღლის დახმარება (სარჩო).
  • ბავშვის მეურვეობა და მხარდაჭერა: არარსულწლოვანი შვილის ფინანსური მხარდაჭერა (ალიმენტი); კანონები, რომლებიც არეგულირებენ მშობლის უფლებებს, მეურვეობას, ვიზიტების განრიგს და ბავშვის მხარდაჭერის ვალდებულებებს.
  • შვილად აყვანა და მეურვეობა: შვილად აყვანის პროცედურები, მშვილებლების უფლებები და მოვალეობები და კანონიერი მეურვეების დანიშვნა.
  • ოჯახში ძალადობა: ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის დაცვის ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, შემაკავებელი ორდერები და დამცავი ორდერი და მოძალადეების წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყება, აღსრულება.
  • მემკვიდრეობა და ქონებრივი უფლებები: რეგულაციები მემკვიდრეობის, ანდერძისა და სიკვდილის შემდეგ ქონების მემკვიდრეებზე განაწილების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად ისმის შეკითხვები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა განქორწინება და ალიმენტი, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში, სწორედ ამ ორ საკითხს ჩავუღრმავდეთ და საზოაგდოების მზარდი ინტერესი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ:

განქორწინება

ქორწინების შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგალითად:

1. Მეუღლეთა ერთობლივი განცხადება;

2. Ერთ-ერთი მეუღლის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა;

განქორწინება შესაძლებელია მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართვის გზით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეუღლე არ არის თანახმა განქორწინებაზე ან განქორწინებისას ვერ თანხმდებიან ქონების გაყოფაზე, მაშინ განქორწინება სასამართლო წესით ხდება. რაც შეეხება განქორწინების მიზეზს, პროცესი დასაშვებია ნებისმიერი საფუძვლით, საკმარისია მხოლოდ მეუღლის ან მეუღლეთა ნებასურვილი.

როცა საქმე განქორიწნების შედეგად ქონების გაყოფას ეხება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მეუღლეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში უფლებები და მოვალეობები წარმოეშვებათ, მაგალითად, სწორედ ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ნაწილს წარმოადგენს თანასაკუთრება. თანასაკუთრება, მარტივად რომ ვთქვათ, არის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, რომლის გაყოფაც შესაძლებელია ქორწინების განმავლობაში ან ქორწინების შესწყვეტის შემდგომ.

ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ჩაითვლება თანასაკუთრებად ასევე, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე საოჯახო საქმიანობით იყო დაკავებული, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავალი არ ჰქონია, რომ ფინანსური თანამონაწილეობა მიეღო ქონების დასაგროვებლად.

აღსანიშნავია, რომ Შესაძლოა, საქორწინო ხელშეკრულება, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სხვაგავრად არეგულირებდეს საერთო ქონების გაყოფის საკითხს.

განქორწინების პროცესი შეიძლება მოიცავდეს ასპექტებს ქონების გაყოფის, მეუღლის ფინანსური მხარდაჭერის, ბავშვის მეურვეობისა და ალიმენტის შესახებ მოლაპარაკებებზე.

სადავო საქმეებში, როდესაც მეუღლეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, სასამართლო ორივე მხარისთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად "ერევა", რომელიც ისეთ ოჯახებში, სადაც არასრულწლოვანი ბავშვებიც არიან, პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება.

განქორწინების დროს, მიზანშეწონილია საოჯახო სამართლის მცოდნე ადვოკატთან კონსულტაცია პროცესის სირთულეებში გასარკვევად და ყველა მხარისთვის სამართლიანი შედეგების უზრუნველსაყოფად.

ალიმენტი

საქართველოში, ალიმენტის დაკისრება ფინანსურ ვალდებულებას გულისხმობს, რომელიც მშობლებს განქორწინების შემდეგ შვილების საარსებო ხარჯების ასანაზღაურებლად ეკისრებათ. ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორიცაა თითოეული მშობლის შემოსავალი, შვილების რაოდენობა და ბავშვების სპეციფიკური საჭიროებები.

სასამართლომ, ასევე, შეიძლება განიხილოს სხვა განსაკუთრებული ფაქტორებიც, მათ შორის, ბავშვის მოვლისათვის საჭირო დამატებითი ხარჯები (მაგ: ბავშვის მძიმე ავადმყოფობისათვის საჭირო ხარჯები) და სხვა. ბავშვის ალიმენტის გადასახადები გამიზნულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშობლების განქორწინების მიუხედავად, ბავშვებმა ადეკვატურ, სტაბილურ და მათი ჯანმრთელობისა და მომავლისათვის უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ ცხოვრება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს კანონის მიხედვით, შვილის განათლებაზე, განვითარებასა თუ უბრალოდ რჩენაზე ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულება ეკისრება. შესაბამისად, ერთ-ერთი მშობელი ამ პროცესში მონაწილეობას თუ არ იღებს, მეორე მშობელს, დედას ან მამას, შეუძლია სასამართლოს მიმართოს და ალიმენტი მოითხოვოს. კიდევ უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, შვილის განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯები ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაინაწილოს.

რაც მთავარია, ბევრმა საერთოდ არ იცის ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი: ადამიანს, ვისაც უფლება აქვს მოითხოვოს ალიმენტი, ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ დროს, შვილის სრულწლოვანების ასაკამდე.

იმისთვის, რომ უკეთ და დეტალურად გაერკვეთ ალიმენტთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგალითად, როგორ მოვიქცეთ ისეთ დროს, როცა მშობელი დაკისრებულ ალიმენტს არ იხდის, ან ზოგადად, როგორ მოვითხოვოთ ალიმენტის დაკისრება - საჭიროა საოჯახო სამართლის პროფესიონალ იურისტთან გაიაროთ კონსულტაცია და სწორხაზოვნად მიჰყვეთ გზას, რომელსაც ის გირჩევთ.

Prime Legal: საოჯახო სამართლის საუკეთესო ადვოკატთა და იურისტთა გუნდი საქართველოში

Prime Legal-ი 2019 წლიდან შეუერთდა საქართველოს ბაზარს და მას შემდეგ თავისი რეპუტაციითა და წარმატებული ქეისების დიდი ოდენობით, საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვა.

პრაიმ ლეგალის იურიდიული მომსახურებები მოიცავს სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის: იურიდიული კონსულტაცია, იურიდიული აუდიტი, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, საარბიტრაჟო დავების წარმართვა, წარმომადგენლობა და სხვა.

დამატებითი კომფორტისათვის, პრაიმ ლეგალის მომსახურებით სარგებლობისას იურიდიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ ენაზე. კომპანია ორიენტირებულია კლიენტთან მაქსიმალურად მარტივ და გასაგებ კომუნიკაციის დამყარებასა და რაც მთავარია, კლიენტის საჭიროებების უმოკლეს დროში, ოპტიმალურად მცირე დანახარჯებით დაკმაყოფილებაზე.

საოჯახო სამართლის საკითხები იმდენად დელიკატური და მოსაფრთხილებელი სფეროა, რომ აუცილებელია ყოველთვის მხოლოდ სანდო და კარგად გამოცდილ ადამიანებს მიანდოთ თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილება. სწორედ ასეთ დროს, იურიდიული კომპანია Prime Legal-ი თავისი ექსპერტიზითა და დარგში სპეციალიზაციით, თქვენთვის საუკეთესო სამართლებრივი შედეგების დადგომას უზრუნველყოფს. პერსონალიზებული მიდგომებითა და საკითხის ღრმა კვლევით, პრაიმ ლეგალის საერთაშორისო დონის პროფესიონალი იურისტები და ადვოკატები დაგეხმარებიან მარტივად მოაგვაროთ ნებისმიერი დაბრკოლება.

(R)