"2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება 22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა მიიღო"

2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება 0-22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა მიიღო, ჯამურმა ხარჯმა კი 693 380 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

„2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად) შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ყოველწლიურად ონკოლოგიური სერვისის მიმღებია 20-23 ათასამდე პაციენტი;

ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 აგვისტოდან დღემდე განხორციელდა 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 4 670 ათასი ლარი;

დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობაა სოლიდარობის ფონდის შემოწირულებები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0-22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 693 380 ლარი.“- ნათქვამია ანგარიშში.