სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ სესხებზე ადმინისტრაციული წარმოებები ბენეფიციარების თხოვნით გადაიდო

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ სესხებზე ადმინისტრაციული წარმოებები ბენეფიციარების თხოვნით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "ქალაქ თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გამოცხადდა გლოვისა და უქმე დღედ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 15 ივნისი სამუშაო დღეა და საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 63-ე და 1131 მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2015 წლის 15 ივნისს დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომები ბენეფიციარების თხოვნით გადაიდო. სხდომის დღის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულ პირებს ეცნობებათ დამატებით", -ნათქვამია ინფორმაციაში.