ჩინეთში მსოფლიოს უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩრდილო-დასავლეთ სინცზიანის ენერგოსისტემას დაუკავშირდა. ამის შესახებ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Power Construction-ის დღევანდელ განცხადებაში წერია, რასაც Reuters სახელმწიფო აქტივების მარეგულირებლის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

5-გიგავატიანი მზის ელექტროსადგური ურუმჩის დედაქალაქის უდაბნოში 200,000 ჰექტარ ფართობზე არის განლაგებული და ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.

ობიექტი ყოველწლიურად, დაახლოებით, 6,09 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც, Reuters-ის გაანგარიშებით, ერთი ქვეყნის, მაგალითად, პაპუა-ახალი გვინეის მომარაგებას ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

მზის ენერგიის თრექერ Global Energy Monitor-ის მონამცემებით, დასავლეთ ჩინეთში კიდევ ორი უმსხვილესი მზის ელექტროსადგური მოქმედებს. ეს არის ნინსა-ტენგელის უდაბნოში Longyuan Power Group-ის პროექტი და კომპანია China Lüfa Qinghai New Energy-ის მზის კომპლექსი, Golmud Wutumeiren. ორივე სადგურის სიმძლავრე 3 გვტ-ს შეადგენს.

Reuters წერს, რომ მეჩხერდასახლებული სინძზიანი, რომელიც მზისა და ქარის რესურსებით არის მდიდარი, განახლებადი ენერგიის ბაზებისთვის ცენტრად გადაიქცა. ეს ბაზები თავიანთი ენერგიის დიდ ნაწილს დიდ დისტანციებზე, ჩინეთის მჭიდროდ დასახლებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე აგზავნიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ