შემოსავლების სამსახური - სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, მათი კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების (სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერის გამოყენება) შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 389,5 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 683,7 ლარი შეადგინა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.