გლობალურმა ავიაკომპანიებმა მიმდინარე წლის მოგების პროგნოზი 30,5 მლრდ დოლარამდე გაზარდეს, რადგან მოგზაურთა რაოდენობა რეკორდულ დონეს აღწევს.
ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ანგარშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
IATA-ს მიერ წელს პროგნოზირებული 30.5 მლრდ დოლარის მოგება შარშანდელ 27.4 მლრდ დოლარის პროგნოზს აღემატება, რადგან ავიაკომპანიები, ბოლო გაფიცვების მიუხედავად, შრომის ანაზღაურებაზე საბაზისო ხარჯებს აკავებენ.
ასეთი პროგნოზი სულ რაღაც ოთხ წელში კეთდება პანდემიური 2020 წლის შემდეგ, როცა ინდუსტრიამ 140 მლრდ დოლარით იზარალა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ