2 უბანი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ბინა იყიდება

2024 წლის აპრილში გაიყიდა 679 ახალი ბინა, 63%-ით მეტი 2023 წლის აპრილთან შედარებით (დაბალი საბაზისო ეფექტი). ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ძველ ბინების შემთვევაში განხორციელდა 2 514 ტრანზაქცია და წლიურად 20%-ით გაიზარდა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის აპრილში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (22% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (16%).

„ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა სამგორში, ჩუღურეთში, გლდანსა და დიდ დიღომში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა.

ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ჩუღურეთში, დიდ დიღომსა და ნაძალადევში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მეტი ძველი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა.

2024 წლის აპრილში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 2000 აშშ დოლარს აღემატებოდა და ძველი ბინების ფასში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სწორედ აქ დაფიქსირდა. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა დიდუბესა და ისანში,”- აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

თაია არდოტელი