დავების 99% სესხის გამცემი სუბიექტების სასარგებლოდ დასრულდა - რაზე უჩივიან მომხმარებლები

მხოლოდ ერთ თვეში, აპრილში, სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 139 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში კი - 493.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის აპრილში შესული საჩივრიდან 123 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 13 - სალომბარდე სესხებს, 1 საკრედიტო ბარათს,1 მომენტალურ განვადებას, 1 კი - სალომბარდე სესხებს.

რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 118 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 12 - სხვა გადასახდელებზე, 8 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 137-ის (99%) განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 2 -ის შემთხვევაში განხილვა არ არის დასრულებული.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე 165 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებს.

ნინი ქეთელაური