პროდუქტი, რომლის მომზადება გაიაფდა, კაფეებსა და საცხობებში გაძვირდა

ISET-ის კვლევის მიხედვით, მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 5.83 ლარი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მაისში, წინა თვესთან შედარებით, ხაჭაპური 6.5%-ით გაიაფდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მაისში გაიაფდა ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი, კერძოდ:

  • ყველი - გაიაფდა 1.32%-ით
  • ფქვილი - გაიაფდა 2.52%-ით
  • საფუარი - გაიაფდა 0.3%-ით
  • რძე - გაიაფდა 1.55%-ით
  • კვერცხი - გაიაფდა 4.21%-ით

მიუხედავად იმისა, რომ მაისში ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტების ფასი შემცირდა, ამავე პერიოდში საცხობსა და კაფეებში ხაჭაპურზე გაზრდილი ფასი მოქმედებდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაისში, წინა თვესთან შედარებით, საცხობებში ხაჭაპურზე 7.35%-ით იყო ფასი გაზრდილი, ხოლო კაფეებში 4/55%-ით.

იხილეთ ასევე: იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა - რომელ ქალაქშია ინგრედიენტები ყველაზე ძვირი

მერი ტაბატაძე