სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურება 2024 წლისათვის მოსალოდნელია დროის მოკლე მონაკვეთში, ჭარბი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ არის საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებებში: მესტია, მულახი (ჩვაბიანი, ჟაბეში, ღვებრა, ზარდლაში, არცხელი, მურშკელი, ჟამუში), კალა, იფარი, ჭუბერი, კალაში, ქაშვეთი, ზარდლაში, ჩაჟაში, ქვედა ლუჰა, ფარი, ბეჩო, ზუგდიდი-მესტია-უშგულის ცენტრალური საავტომობილო გზის, უშგული-ცანას გზის და სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.
ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ მდინარეთა აუზებში: მესტიაჭალა (მურყვამი, ლეხზირი, ჭალაადი, გვალდა, შაგათხუმარი ზარგაში, და სხვა ხევები), მულხურა (ჩვაბიანი, ჟაბეში, ჭოლაში, ხელეში, ზარდლაში, ლაღამი, ლეხთაგი, კაერი, ნესგუნი და სხვა ხევები), ნენსკრა (დევრა, გვაშხარა, ტეტნაშერა, ლახამი, ტიტა, ხარამი, ოკრილა, ცხვანდირი და სხვა ხევები), ნაკრა (უთვირი და სხვა ხევები), დოლრა (ტვიბრა, ხელდრა და სხვა ხევები), ხუმფრერი, ხაიშურა, ლეხარა, ნაცეშარი, ხუბერი და მცირე ღვარცოფულ ხევებში (მდ. ენგურის შენაკადები) რომლებიც კვეთენ ზუგდიდი-მესტია-უშგულის და უშგული-ცანას საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებს.
დოკუმენტის მიხედვით, კლდეზვავური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ზუგდიდი-მესტია-უშგულის ცენტრალური საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რისკის ზონაშია შემდეგი დასახლებები: ოდიში, ჯიხაშკარი, კორცხელი, დარჩელი, აბასთუმანი, ნარაზენი, ჭკადუაში, ნაცატუ, გრიგოლიში, ოფაჩხაფუ, ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ახალსოფელი, ძველი აბასთუმანი, უჩაშონა, ცაიში, ჩხოუში, დიდი ნეძი, ბაღმარანი, ცაცხვი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - წალენჯიხა, ლეშამუგე, ჯაღირა, ჯგალი, საჩინო, ნაკიფუ, ჩქვალერი, ჭველე, ლეკარდე, ობუჯი, ფახულანი, მუჟავა, ლია, მედანი, დაბა ჯვარი, ეწერი, ჭალე, ეწერფერდი, ნაგურუ, მიქავა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - ჩხოროწყუ, ლეგახარე, ლესიჭინე, გარახა, ხაბუმე, სარაქონი, ლეწურწუმე, მუხური, ნაფიჩხოვო, კირცხი, ჯუმითი, ახუთი, მონგირი, ლეჯიქე, პირველი ჭოღა, თაია, ქვედა ჩხოროწყუ, ოჩხომური.
მარტვილის მუნიციპალიტეტში - მარტვილი, კიწია, კურზუ, ქვაითი, აბედათი, დიდი ჭყონი,ნახუნაო, პირველი ბალდა, დოშაყე, თამაკონი, დობერაზენი, სალხინო, ხუნწი, ქვაითი, გურძემი, გაჭედილი.
სენაკის მუნიციპალიტეტი - სენაკი, ძველი სენაკი, შუა ხორში, ს. ფოცხო, ეკი, ბეთლემი, ჯოლევი, მეწჯი, უშაფათი.
ხობის მუნიციპალიტეტში - გაღმა საჯიჯაო, ს. გიმოზგონჯილი, ქ. ხობი, გაღმა ქარიატა, გამოღმა პირველი ხორგა, გაღმა შუა ხორგა, ზია, ბია-საშონიო, გურიფული, ძველი ხიბულა, ახალხიბულა, პირველი მაისი (ბულიწყუ), ხეთა, ხამისკური.