პაატა მანჯგალაძე - მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ „ქართულ ოცნებას“ და მის რეჟიმს

„ქართული ოცნება“ არც ერიდება - ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული - მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ, ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, რომ მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური - არ ეყოფა.

“ქართული ოცნება” არც ერიდება, ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული. საკმარისია ნახოთ მათი პროპაგანდა დასავლელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლება მთავარ მოთხოვნად იქცა. მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე. ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური - არ ეყოფა. მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ “ქართულ ოცნებას” და მის რეჟიმს იმისთვის, რომ ეს მავნებლობა არ გაგრძელდეს. ვიდრე ეს რეჟიმი ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება გამორიცხულია და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებაზეც კი უარი უნდა ვთქვათ. იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” მოკავშირეც კი არ დარჩა, რომელიც გამარჯობას ეტყვის და ხელს ჩამოართმევს”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.