ალიევი: “გაზის ექსპორტის გეოგრაფიას გავაფართოვებთ”

აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის გეოგრაფიას გააფართოვებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანული გაზის იმპორტიორი რვა ქვეყანაა, საიდანაც ექვსი ევროპულია.

“ჩვენი მიწოდების გეოგრაფია გაფართოვდება. აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანული გაზი, ასევე, სჭირდებათ,” - ამბობს ალიევი.

პრეზიდენტის მონაცემებით, მიმდნიარე წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის მოცულობა 24 მლრდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

ცნობისთვის: აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს ტრანსადრიატიკული მილსადენით დაიწყო, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ნაწილია. აზერბაიჯანული გაზის შემსყიდველები ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო, იტალია, რუმინეთი, სერბეთი და თურქეთია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ