გმირთა მოედანზე საავტომობილო გზა თითქმის მთლიანად გაწმენდილია

გმირთა მოედანზე საავტომობილო გზა წყლის მოვარდნის შედეგად დარჩენილი ნარჩენებისგან თითქმის მთლიანად გაწმენდილია. ადგილზე კვლავ რჩებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ასევე სპეცტექნიკა. მათ სამუშაოებში ეხმარებიან მოხალისეები. ასფალტზე დარჩენილია ქვიშის მცირე საფარი, რომელსაც ამ წუთებში წმენდენ.