რომელია მსოფლიოს უმსხვილესი სუვერენული ფონდები - ტოპ -10

Statista.com-მა 2024 წლის უმსხვილესი სუვერენული ფონდების ტოპ 10-ეული გამოაქვეყნა. ისევე, როგორც გასულ წელს, პირველი ადგილი ნორვეგიის მთავრობის გლობალურმა საპენსიო ფონდმა დაიკავა.

ეს არის უმდიდრესი სუვერენული ფონდი მსოფლიოში, რომელმაც 2023 წელი რეკორდული მოგებით დახურა - საუბარია 213 მილიარდი დოლარის მოგებაზე, რაც ფონდის მიერ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში გახსნილი პოზიციების საბაზრო შეფასების ზრდით არის განპირობებული.

რაც შეეხება 2024 წლის უმსხვილესი სუვერენული ფონდების ტოპ 10-ეულს, ის ასე გამოიყურება:

  • ნორვეგიის მთავრობის საპენსიო ფონდი - 1.631 ტრლნ
  • ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია - 1.350 ტრლნ
  • საინვესტიციო კომპანია SAFE – 1.090 ტრლნ
  • აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო - 993 მლრდ
  • საჯარო საინვესტიციო ფონდი - 925 მლრდ
  • ქუვეითის საინვესტიციო ორგანო - 923.45 მლრდ
  • GIC Private Limited – 770 მლრდ
  • ყატარის საინვესტიციო ორგანო - 526.05 მლრდ
  • ჰონგ კონგის სავალუტო ორგანოს საინვესტიციო პორტფელი - 514.22 მლრდ
  • Temasek Holdings - 492.21 მლრდ

ეკა დარჩიაშვილი