აფხაზეთი რუსების საზაფხულო მიმართულებებში მეორე ადგილზეა

ზაფხულში რუსების დასასვენებელი პოპულარული მიმართულებების ტოპ 5-ეულში საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს.

რეიტინგს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის მონაცემებით, აფხაზეთი მეორე ადგილს დიდი უპირატესობით იკავებს. კერძოდ, მიმდინარე ზაფხულს აფხაზეთში რუსეთიდან 1,15 მილიონამდე ტურისტი აპირებს ჩასვლას, რაც უცხოური მოგზაურობების საერთო რაოდენობის 20%-ია. მათგან, დაახლოებით, 40% ე.წ. ერთდღიანი ექსკურსიანტია, რომლებიც აფხაზეთში ღამის გათევას არ გეგმავენ. ისინი, ძირითადად, სოჭიდან და ადლერიდან არიან.

რუსებისთვის 2024 წლის ზაფხულის მიმართულებების ტოპ 5-ეულია:

  • თურქეთი - ზაფხულში ჩასვლას 3 მლნ რუსი გეგმავს (მოგზაურობების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 56%)
  • აფხაზეთი (საქართველო) – 1,15 მლნ (20%)
  • არაბეთის გაერთანებული საემიროები - 280-300 ათასი (13%)
  • ეგვიპტე - 260 ათასი (10%)
  • ტაილანდი - 220 ათასი (7%)

მოამზადა ლადო სულაბერიძემ