კახეთში კულტურული ღონისძიების, Jazz And Wine Kakheti-ის გამართვა იგეგმება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიების ნაწილობრივ დაფინანსებას უზრუნველყოფს.
როგორც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა, პროექტისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 200 000 ლარის ოდენობით სუბსიდირება განხორციელდება.
ამასთანავე, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიება „შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით“ ტარდება.