სამგორის რაიონში უსახელო სკვერს ყირგიზი მწერლის და საზოგადო მოღვაწის სახელი მიენიჭება

თბილისში, სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის IV ჩიხთან არსებულ უსახელო სკვერს ყირგიზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ აითმათოვის სახელი მიენიჭება.

შესაბამისი განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერიამ 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მოსამზადებელი ღონისძიებები.

თუმცა, გადაწყვეტილებს გასაჩივრება 1 თვის ვადაშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, ჩინგიზ აითმათოვი დაიბადა ყირგიზეთში. ის სიცოხლეშივე აღიარებული იყო ყირგიზული და რუსული ლიტერატურის კლასიკოსად.

გარდა ამისა, აითმათოვი იყო კომპარტიის წევრი. იგი იმყოფებოდა სხვადასხვა პარტიულ და საზოგადოებრივ არჩევით თანამდებობებზეც. 1990 წლიდან კი ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას, იყო სსრკ-ის და შემდეგ - რუსეთის ფედერაციის ელჩი ლუქსემბურგში. ყირგიზეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1994-2006 წლებში, აითმათოვი მსახურობდა ყირგიზეთის ელჩად ბენილუქსის ქვეყნებში, საფრანგეთში, იუნესკოსა და ნატო-ში.

ნინი ქეთელაური