სიცილიაზე გვალვასთან საბრძოლველად ხელოვნურ წვიმას გამოიწვევენ

იტალიის კუნძულ სიცილიაზე გვალვის თავიდან ასაცილებლად ხელოვნური წვიმის გამოწვევის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ნალექის გამოწვევის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. ღრუბლების დათესვის მეთოდს გამოიყენებს. ამ მეთოდით ღრუბლებში ვერცხლის იოდიდის ან მყარი ნახშირორჟანგის ჭავლის გავრცელება ხდება, რისთვისაც სახმელეთო ქვემეხებს ან სპეციალურ თვითმფრინავებს იყენებენ.

ექსპერტების აზრით, ტექნოლოგია ნალექის 10-30%-ით გაზრდას შეუწყობს ხელს. ის უკვე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, აშშ-სა და მექსიკაში გამოიყენება.

ცნობისთვის: 2021 წელს სიცილია მონიტორიგნის ისტორიის განმავლობაში რეკორდულად ცხელი ადგილი აღმოჩნდა ევროპაში. ზაფხულის გვალვის გამო რეგიონი წყლის დეფიციტსაც კი განიცდიდა, რამაც მოსავლის უკმარისობა გამოიწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ