„MEGOBARI Act-ი სახდეპს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის”

ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

„ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება, პუტინის მიერ მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციის, არალეგალურად დაპყრობისა, და გრძელი და სასტიკი საბჭოური კოლონიალური დამორჩილებისა და აგრესიის ისტორიის მიუხედავად.

მმართველმა პარტიამ საერთო მიზანი იპოვა ომის დამნაშავე პუტინთან, რომელსაც ძალიან გაუხარდა „ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიებით სავსე ანტი-დასავლური გადახვევისთვის მოეწერა ხელი.

რუსეთის დაზვერვის აგენტების საქართველოში დაუსჯელად ოპერირებენ. საქართველოს უშიშროების სამსახურები მოსახლეობის წინააღმდეგ მიიმართა, მაშინ როდესაც საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას გადაეცა იაფფასიანი ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების სანაცვლოდ.

„ქართული ოცნება” ასევე აფართოებს კავშირებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. სწრაფად გადასცემს მათ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ჩინეთის არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რაც ამ დიქტატორული მოხვევის კიდევ ერთი ასპექტია.

აშშ-მა საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალზე ეს თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. სწორედ ამიტომ, მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას ვიზის აკრძალვების შესახებ ყველა პირისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ. მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადება…

ეს კანონმდებლობა სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელოებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულნი არიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებში. ის ასევე შექმნის ანგარიშს, რომელშიც ხაზი გაესმება საქართველოში არსებული მავნე რუსული და ჩინური გავლენების დონეს, და იმას, ეს გავლენები მჭიდროდ როგორ გადაიჯაჭვა საქართველოს საკვანძო პირებთან. ის ასევე მოსთხოვს აშშ-ის ადმინისტრაციას სწრაფად შექმნას წინასაარჩევნო ოპერატიული ჯგუფი საქართველოში, რომელიც სასწრაფოდ იმუშავებს, რათა საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე დემოკრატიული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმაროს.

დამატებით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება“, - განაცხადა უილსონმა.