საქართველოში რამდენიმე კანიონსა და მღვიმეში ვიზიტორებს გაზრდილი ფასები მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დახვდათ. აღნიშნული კანიონებისა და მღვიმეების ჩამონათალი ასე გამოიყურება: მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი, სათაფლია, პრომეთესა და ნავენახევის მღვიმეები.
ბილეთი 6-წლამდე ბავშვებისთვის, მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგისა და ტურისტული სააგენტოს გიდებისთვის (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) კვლავაც უფასოა. ფასი უცვლელი დარჩა მხოლოდ 6 წლიდან 18 წლამდე პირებისთვის და ის 5.5 ლარს შეადგენს. გაზრდილი ფასები შეეხება შემდეგ კატეგორიებს:
მარტვილის კანიონი
ოკაცეს კანიონი
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
სათაფლია
პრომეთეს მღვიმე
ნავენახევის მღვიმე
სხვა ყველა მღვიმესა და კანიონზე იქამდე არსებული ფასები უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გასულ წელს ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა და 230 677 შეადგინა. მეორე ადგილზეა მარტვილის კანიონი, მას 228 998 სტუმარი ეწვია, სათაფლიაში ვიზიტორების რაოდენობა 96 956 იყო, ოკაცეს კანიონზე 84 276, ხოლო ნავენახევის მღვიმეში 4 860.