"ევექსი" სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში 25 000 ლარს გადარიცხავს

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში 25 000 ლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ავრცელებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი სტიქიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. ქვეყნისთვის ასეთ მძიმე წუთებში ჩვენ ვვერთიანდებით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და დახმარების ფონდში ვრიცხავთ 25 000 ლარს", - ნათქვამია "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" განცხადებაში.