“კოსტა კრუიზები”  საქართველოში ოპერირებას იწყებს

„კოსტა კრუიზები“იტალიური საკრუიზო კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1948 წლიდან ოპერირებს. 75 წლის საკრუიზო კომპანიას ამჟამად 9 ლაინერი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ზღვებში ტურისტულ მარშრუტებს ასრულებენ. კომპანისს დაფარვის ამჟამინდელი არეალი ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთ ევროპა, კარიბის ზღვა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, გაერთიანებული საემიროები და შორული აღმოსავლეთი გახლავთ. „კოსტა კრუიზები“ გაყიდვების გაფართოებას ამიერკავკასიაში საქართველოდან დაიწყებს.

პრეზენტაცია და გაცნობითი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისათვის 8 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოში ჩატარდება.

ღონისძიებას წარუძღვებიან „კოსტა კრუიზების“ ადგილობრივი პარტნიორი, ანა კირკიტაძე, კომპანია „კრუიზერის“ დირექტორი, ასევე, კოსტა კრუიზების გაყიდვების დირექტორი ალესანდრო ბოტარო და ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი ომარ დელეპიანე.