გაერო ქვეყნებს საწვავის რეკლამის აკრძალვისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა, წიაღისეული საწვავის კომპანიების რეკლამების გლობალური აკრძალვა მოითხოვა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გუტიერსს მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად. მან წიაღისეული საწვავის კომპანიები(ნახშირის, ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიები) "კლიმატის ქაოსის ნათლიებად" მოიხსენია და ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან რეკლამებშ არაფერია ნათქვამი მათ უარყოფით გავლენასა და გარემოზე მიყენებულ ზიანზე.

ძირითადი პუნქტები გუტერესის გამოსვლიდან ასეთია:

თამბაქოს რეკლამებთან შედარება: გუტერესმა წიაღისეული საწვავის რეკლამების აკრძალვის აუცილებლობა თამბაქოს რეკლამების აკრძალვას შეადარა და თქვა, რომ ორივე მათგანი ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის გამო უნდა იქნეს შეზღუდული.

შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია: მან გააკრიტიკა საწვავის მწარმოებელი კომპანიები, რომ რეკლამას გლობალურ დათბობაში მათი როლის შესახებ სიმართლის დასამალად იყენებდნენ.

Call to Action: მან მოუწოდა ყველა ქვეყანას აეკრძალათ ეს რეკლამები და სთხოვა მედიასა და ტექნიკურ კომპანიებს უარი თქვან შეთავაზებებზე.

კლიმატის ცვლილების შეშფოთება:

ტემპერატურის მატება: ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწის ტემპერატურა უფრო სწრაფად იზრდება. გასული 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა უპრეცენდენტო მატებას განიცდის.

მომავლის პროგნოზები: მეცნიერები აფრთხილებენ, რომ თუ მაღალი ემისიები გაგრძელდება, მსოფლიომ შესაძლოა მალე გადააჭარბოს პარიზის შეთანხმებით დადგენილ 1,5°C დათბობის ზღვარს. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5°C ნიშნულზე დაბლა, რათა თავიდან აიცილოს კლიმატის მძიმე ზემოქმედება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ქვეყნები გააფრთხილა, რომ გასული წელი ყველაზე ცხელი იყო და წელს შესაძლოა ეს რეკორდი მოხსნას.

თორნიკე მაისაშვილი