ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ახალ იდეას განიხილავენ, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინიშთვის გადაცემას ითვალისწინებს. ცნობისთვის ეს აქტივები მას შემდეგ არის გაყინული, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა(2022 წლის თებერვალი).
საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებზე. ეს აქტივები არ გამოიყენება, მაგრამ ისინი მაინც გამოიმუშავებენ მოგებას, რომელიც წლიურად 2,5-დან 3,5 მილიარდ ევრომდეა.
როგორ იქნება გამოყენებული მოგება?
ევროკავშირს და G7-ს სურთ ეს მოგება უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი ძირითადი გზით:
იარაღი და რეკონსტრუქცია: ევროკავშირი გეგმავს მიღებული მოგება იარაღისთვის და უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ამ იდეის შესახებ დაწვრილებით ივნისის მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრებენ(13-15 ივნისს იტალიაში G7-ის სამიტის შემდეგ)
იმისათვის, რომ ამ გეგმამ იმუშაოს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გარკვეული წესები უნდა შეცვალოს. ეს იმისთვის, რომ გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება ხელმისაწვდომი იყოს სესხის მხარდასაჭერად.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეს გეგმა აჩვენებს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის დასახმარებლად. გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენება უკრაინას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაეხმარება ომის ფინანსური ასპექტების მართვაში.