Touch.Point 2024 სტარტაპებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს

14 ივნისს თბილისი რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალს უმასპინძლებს.

ღონისძიება გააერთიანებს 25-ზე მეტ სესიას, მათ შორის ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციის წამყვანი სპეციალისტები კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა. დღის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ EURO 2024 დაწყებას და ჩემპიონატის პირველ მატჩს ფესტივალის დიდ ეკრნზე ვუყურებთ.

Touch.Point ფესტივალი ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც მარკეტინგის და კომუნიკაციის სეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის სასარგებლო პროდუქტს ან სერვისს ქმნიან Statup Showcase-ზე იწვევს.

რა სთავაზობს Touch.Point მონაწილე სტარტაპებს

  • ბრენდირებული საგამოფენო სივრცე: თითოეულ სტარტაპს დაეთმობა ბრენდირებულ მაგიდა/დესკი ფესტივალზე, რომელიც უზრუნველყოფს მარკეტინგის პროფესიონალებისთვის სტარტაპ პროდუქტის თუ სერვისის სრულფასოვან წარმოჩენას.
  • პრეზენტაცია სცენაზე: სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, 15 წუთიანი პრეზენტაციის სახით სცენაზე წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი ან სერვისი, რათა კიდევ უფრო მეტად მოიზიდონ პოტენციური კლიენტების, პარტნიორების და ინვესტორების ყურადღება.
  • 4 Full Pass გუნდისთვის: თითოეული მონაწილე სტარტაპი მიიღებს ოთხ სრულ საშვს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ყველა სესიაზე, ვორკშოპებზე და გარე ღონისძიებებზე ფესტივალის განმავლობაში.
  • ნეთვორქინგი და ახალი კლიენტების მოპოვების პოტენციალი: ფესტივალს ესწრებიან წამყვანი მარკეტინგის პროფესიონალები და გადაწყვეტილებების მიმღებები, რაც უზრუნველყოფს ნაყოფიერ ნიადაგს სტარტაპებისთვის ახალი კლიენტების და ბიზნეს შესაძლებლობების მოსაპოვებლად.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა

სტარტაპებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ უნიკალური შესაძლებლობით, უნდა წარადგინონ განაცხადი მოცემული ფორმით https://bit.ly/pointstartup განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი.

(R)