საქართველოს დღეს გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის, რაინერ ლინდნერის ხელმძღვანელობით, 15-18 ივნისს საქართველოს გერმანელ ბიზნესმენსთა დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილთან, თბილისის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანაშემწე გიორგი ვეკუასთან და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელგუჯა მგელაძესთან.