„მე ვარ საქართველო“ - რა ღირს „ზარაფხანას“ სამაჯურები, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოუშვა

„ზარაფხანამ“ „ეროვნული ნაკრების“ გამარჯვებისა და „ევრო 24“-ზე გასვლით შთაგონებული სამაჯური სახელწოდებით „მე ვარ საქართველო“ გამოუშვა.

როგორც მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, სამაჯური „ზარაფხანასა“ და ეროვნული ნაკრების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

„სიამაყით წარმოგიდგენთ, ზარაფხანას გუნდისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები-ს პირველი თანამშრომლობით შექმნილ, გამარჯვების ეროვნული მუხტით შთაგონებულ სამაჯურს „მე ვარ საქართველო“. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე”, - წერს „ზარაფხანა“ სოციალურ ქსელში.

ვერცხლის სამაჯური ორ ფერში: შავსა და წითელშია წარმოდგენილი. რაც შეეხება ფასს, ღირებულება 180 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა, საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. საქართველოს ნაკრებს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი (18 ივნისს, დორტმუნდში), ჩეხეთი (22 ივნისს, ჰამბურგში) და პორტუგალია (26 ივნისს, გელზენკირხენში) ეყოლება.

მერი ტაბატაძე