იაპონიას ორ წელიწადში მობილური კავშირის მფრინავი სადგურები ექნება

იაპონიაში მობილური საკომუნიკაციო სადგურები ორ წელიწადში იაპონიის თავზე იფრენენ. პროექტს იაპონური მობილური ოპერატორის, NTT Docomo-ს და ავიაკომპანია Airbus AALTO-ს ერთობლივი კონსორციუმი ამუშავებს. ინფორმაციას The Register ავრცელებს.

კონსორციუმი, რომელშიც, ასევე, Space Compass, Mizuho Bank და იაპონიის განვითარების ბანკი შედის, კომპანია AALTO-ში, საინვესტიციო ფონდ HAPS JAPAN-ის მეშვეობით, 100 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

AALTO არის მაღალი საპლატფორმო სადგურ Zephyr-ის მწარმოებელი, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე დრონია და სტრატოსფეროში სამუშაოდ არის შექმნილი, სადაც ის მობილურ კომუნიკაციებსა და დედამიწის დაკვირვების სერვისებს უზრუნველყოფს.

AALTO-ს თანახმად, ფულის ჩაღვრა კომპანიას საშუალებას მისცემს, გააფართოვოს მობილური ოპერატორების დაფარვა, ასევე, ქსელის დაფარვის ხარვეზები შეამციროს და სტიქიურ უბედურებებზე იაპონიის რეაგირება გააძლიეროს.

Space Compass-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, შიგოეჰირო ჰორის განცხადებით, ასეთი ქსელი შეძლებს, ძნელად მისადგომ ადგილებზე კომუნიკაციებთან წვდომის პრობლემა მოაგვაროს. ასეთი ადგილები იაპონიაში მისი მთიანი რელიეფის გამო ბევრია. Space Compass-ის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე, კოიჩირო მაცუფუჯი ამბობს, რომ კომპანია აპირებს, ტექნოლოგიის წარმატებული გამოყენების პრეცენდენტი ჯერ იაპონიაში შექმნას, შემდეგ კი ის აზიაში გააფართოვოს.

ტექნოლოგია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. AALTO-ს მიერ წამროებული Zephyr-ის დრონი თავიდან 9,000 მეტრზე 6-საათიანი ფრენის რეჟიმში დაიტესტა, საბოლოოდ კი მან 20,000 მეტრ სიმაღლეზე 90 დღე დაჰყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ