შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით აგრძელებს მუშაობას.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.