გმირთა მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ სასტუმრო "აჭარიდან" სანაპიროს მიმართულებით გმირთა მოედნის ქვეშ არსებული გვირაბის გავლით, მოძრაობა დაშვებულია ასევე თამარ მეფის ხიდიდან სასტუმრო "აჭარის"- კოსტავას მიმართულებით. ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ ფილარმონიიდან გმირთა მოედანზეც.

რაც შეეხება შეზღუდვებს, შეზღუდვები მოქმედებს გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზე. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვარაზის ხევზე გადმომავალ პანდუსზე. შეზღუდვაა ასევე თამარ მეფის ხიდიდან ამომავალ პანდუსზე, რომელიც ვარაზის ხევზე გადმოდის. ასევე კიდევ ერთი შეზღუდვა მოქმედებს სასტუმრო "აჭარიდან" – კოსტავადან მომავალ ავტომობილებზე, რომლებსაც გადაადგილება სურთ პანდუსის მეშვეობით ვარაზისხევზე.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გზის დანარჩენ ნაწილზე, გმირთა მოედანზე არსებულ პანდუსზე შეზღუდვა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. რაც შესაძლოა 2 დღის განმავლობაში მოხდეს. "დანარჩენი ნაწილის გახსნა მეტწილად არის დამოკიდებული აღდგენით სამუშაოების წარმოებაზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც შემდეგი ორი დღის განმავლობაში მივიღებთ. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება თქმა, რომ პანდუსის დანარჩენ ნაწილზე მოვხსნით შეზღუდვას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.