როგორ გამოიყურება ბათუმში „გმირთა ხეივანი“, რომლის რეაბილიტაციაც 25.4 მლნ ლარი დაჯდა (+ფოტოები)

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ახალი დასასვენებელი სივრცე გაიხსნა, უფრო კონკრეტულად, განხორციელდა ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია და აშენდა საფეხმავლო სახიდე გადასასვლელები.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები და დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.

ბათუმის „გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 25.4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

442725898-2154721324907786-9044749404401904693-n-1717671775.jpg

442706501-942690514300794-5140946799250569437-n-1717671791.jpg

441878640-1113654619927058-804754821420551944-n-1717671804.jpg

მერი ტაბატაძე