ალექსანდრ ნოვაკი - 2024 წელს ნავთობის ფასი ბარელზე 80-85 დოლარი იქნება

ნავთობის ფასი 2024 წელს ბარელზე 80-85 დოლარი იქნება- ამის შესახებ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) შემდეგ განუცხადა.

"ფასი ოთხი თვის განმავლობაში $84 იყო ბარელზე. მე მჯერა, რომ იგი 2024 წელს ბარელზე დაახლოებით $80-85 იქნება წლის ბოლომდე", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

OPEC-ის ქვეყნები 2 ივნისის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვებას დღეში 2,2 მილიონი ბარელის ნიშნულზე გააგრძელებენ. ისინი გეგმავენ ნელ-ნელა წარმოება ნორმალურ დონემდე გაზარდონ და წლის ბოლომდე ამ სახით შეინარჩუნონ.

თორნიკე მაისაშვილი