ჯო ბაიდენი - უფლებას ვაძლევთ ჩვენი იარაღი გამოიყენონ საზღვართან ახლოს, კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით

ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით, - პუტინს 40 წელზე მიეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“უფლებას ვიძლევით [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს, როდესაც ისინი [რუსული ქვედანაყოფები] საზღვრის იქითა მხარეს გამოიყენებიან უკრაინაში მიზნებზე თავდასხმებისთვის. რუსეთში 200 მილის მანძილზე დარტყმებისა და მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ”, - განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე გამოყენებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდებები ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს.

“მას [პუტინს] 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ. 40 წელზე მეტია, რაც მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის.

ის დიქტატორია, და ის მთელი ძალებით ცდილობს საკუთარი ქვეყნის ერთიანად შენარჩუნებას, ამავდროულად თავდასხმის გაგრძელებით. იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ იარაღი გადავცეთ [უკრაინას] მოსკოვზე დარტყმისთვის, კრემლზე დარტყმისთვის… მხოლოდ საზღვრის იქითა მხარეზე, სადაც ძლიერის დაბომბვის ქვეშ არიან ჩვეულებრივი იარაღიდან, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისთვისა და უკრაინელების მკვლელობისთვის,” - განაცხადა ბაიდენმა.