ევროზონამ საპროცენტო განაკვეთი 5 წლის განმავლობაში პირველად შეამცირა

ევროზონამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად საპროცენტო განაკვეთი შეამცირა. ევროპის ცენტრალურმა ბანკის(ECB) მონაცემებით, განაკვეთმა 4%-დან 3,75%-მდე დაიკლო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპროცენტო განაკვეთი კანადამაც შეამცირა.

ECB-მ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ევროკავშირში (EU) ხალხი უკმაყოფილოა ცხოვრების მაღალი ღირებულებით. საპროცენტო განაკვეთის შემცირებას კი შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, ბიზნესს ფულის სესხება გაუადვილოს და გაზარდოს ეკონომიკა.

მაისში ევროკავშირში ინფლაცია ოდნავ გაიზარდა(2,4%-დან 2,6%-მდე). მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია გაიზარდა, ECB-მ მაინც გადაწყვიტა განაკვეთების შემცირება ეკონომიკის ზრდის დასახმარებლად.

საინვესტიციო ექსპერტმა ლინდსი ჯეიმსმა თქვა, რომ განაკვეთის შემცირება შვება იქნება მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის. მას მიაჩნია, რომ ECB სწრაფად მოქმედებს ინგლისის ბანკთან და აშშ-ს ფედერალურ რეზერვთან შედარებით, რომლებმაც შესაძლოა მოგვიანებით შეამცირონ განაკვეთები.

კეტრინ ნეისი, მთავარი ეკონომისტი, ფიქრობს, რომ ECB შესაძლოა კვლავ შეამციროს განაკვეთები ამ ზაფხულს ან შემოდგომაზე. ის ელოდება, რომ წლის ბოლომდე განაკვეთები იქნება 3.5% ან ნაკლები. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროზონის ეკონომიკა ბოლო რეცესიიდან უკვე გამოჯანმრთელდა, ზრდა ჯერ კიდევ ნელია. ინფლაციის შენელება და ხელფასების დაბალი ზრდა ასევე მხარს უჭერს განაკვეთის კიდევ ერთი შემცირების შესაძლებლობას.

ცნობისთვის, სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა კანადა, შვედეთი და შვეიცარია, ასევე შეამცირეს თავიანთი საპროცენტო განაკვეთები. კანადამ განაკვეთი 5%-დან 4,75%-მდე მას შემდეგ დაწია, რაც ინფლაცია 2,7%-მდე დაეცა.

თორნიკე მაისაშვილი