ადგილობრივი თერაპია ალერგიული დერმატიტისა და კანის შერეული ინფექციების დროს

ზაფხული ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია. თბილი და მზიანი ამინდები პოზიტივთან და კარგ გუნება-განწყობასთან ასოცირდება. ბუნება შემოსილია ფერებით, ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. წელიწადის ეს დრო ბევრისთვის სასიამოვნოა, თუმცა ბუნებაში გასეირნება ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიის გამომწვევი მიზეზია. ცხელ ამინდში განსაკუთრებით აქტიურდებიან მწერებიც, რომელთა ნაკბენსაც ადამიანებში როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. ალერგენებთან კონტაქტისას კი, სხვა ალერგიულ სიმპტომებთან ერთად, შესაძლოა ალერგიული დერმატიტიც განვითარდეს.

დერმატიტი კანის ანთებითი რეაქციაა და იმუნური სისტემის გადაჭარბებული პასუხით არის განპირობებული. კანი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი, მრავალფუნქციური ორგანო და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ბარიერია, სხეულს გარე სამყაროსგან გამოყოფს და მას მავნე ზემოქმედებისგან იცავს. დერმატიტის სხვადასხვა ტიპი არსებობს: ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), ალერგიული/კონტაქტური დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი (ფსორიაზი), ინფექციური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი (ქერტლი, ე.წ. „აკვნის ქუდი“), საფენის დერმატიტი (გამონაყარი) და სხვა. კანის ანთებას იწვევს მცენარეები, სამკაული, კოსმეტიკა, სუნამოები, ჰიგიენური საშუალებები (მაგ. სარეცხი საშუალება, შამპუნი, საპონი), არასწორი ჰიგიენა, გადაჭარბებული ულტრაიისფერი ზემოქმედება, მწერის ნაკბენი და ა.შ.

დერმატიტის ძირითადი სიმპტომებია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, წვა, სიწითლე, რასაც თან შეშუპება, ქავილი და სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ახლავს. ეს სიმპტომები იმდენად შემაწუხებელია, რომ ადამიანის შრომისუნარიანობაზე, ცხოვრების ხარისხზე, გუნება-განწყობაზე და კონცენტრაციის უნარზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს.

დერმატიტები ხშირად სხვადასხვა დაავადებებს ახლავს. მაგ. ატოპიურ დერმატიტთან ასოცირდება – ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, კვებითი ალერგიები, კანის ინფექციები. ბავშვებში ხშირია საფენთან დაკავშირებული დერმატიტები. ასევე დერმატიტები შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა პროფესიულმა საქმიანობებმა, რომელიც გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან კონტაქტს უკავშირდება.

ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთება ხშირად ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციებთან არის დაკავშირებული. ქავილის დროს, კანის ზედაპირზე ნაკაწრები წარმოიქმნება, ზიანდება კანის საფარველი, რაც ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების გავრცელების მაღალ რისკს ქმნის. კანის ბაქტერიული ანთების, შერეული ინფექციების და ასეთი ტიპის დერმატიტების მკურნალობისას, რეკომენდებულია ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატების გამოყენება. ასეთ საშუალებას კი, სწორედ მალამო სანიდერმი წარმოადგენს. სანიდერმი 3-კომპონენტიანი მალამოა (ბეტამეტაზონი, გენტამიცინი, კლოტრიმაზოლი) და ანტიანთებადი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

ალერგიული დერმატიტის დროს, ადგილობრივი მოქმედების მალამოებთან ერთად, ოპტიმალურია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. მაგ.: ლორანექსი (დესლორატადინი) – ახალი თაობის, ევროპული ნედლეულით დამზადებული ანტიჰისტამინური საშუალებაა. პრეპარატი ტაბლეტის ან ხსნარის სახით მიიღება და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს. ლორანექსი H₁ რეცეპტორების მიმართ მაღალი სელექციურობით გამოირჩევა და მაღალი ბიოშეღწევადობა ახასიათებს. იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში იწყებს მოქმედებას. სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატებისგან განსხვავებით, ლორანექსი არ იწვევს ძილიანობას, ამიტომ მისი მიღება ავტომობილის მართვის დროსაც შესაძლებელია. გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და გამოიყენება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.

ლორანექსის ტაბლეტის ფორმის პერორალურად მიღების წესი და დოზირება:

  • 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 აბი დღეში ერთხელ
  • 6-12 წლის ბავშვებში: ½ აბი დღეში ერთხელ
  • 1-6 წლის ბავშვებში: ¼ აბი დღეში ერთხელ

ლორანექსის ხსნარი მიიღება პერორალურად:

  • 1-5 წელი: 2,5 მლ დღეში ერთხელ
  • 6-11 წელი: 5 მლ დღეში ერთხელ
  • 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 10 მლ დღეში ერთხელ.

სანიდერმი გამოიყენება 2 წლის ასაკიდან. კანის დაზიანებულ უბანზე საჭიროა მცირე რაოდენობის მალამოს ფრთხილი შეზელვა. გამოიყენება არაუმეტეს 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 5-7 დღეს შეადგენს. სანიდერმი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიური დანიშნულებით და ღია ჭრილობებზე. სიფრთხილით გამოიყენება მჭიდრო ტანსაცმლის და ნახვევის ქვეშ.

ასე რომ, სანიდერმისა და ლორანექსის კომბინირებული გამოყენება დერმატიტის სიმპტომებს მაქსიმალურად ამცირებს და ახდენს პაციენტების მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

პრეპარატები: სანიდერმი და ლორანექსი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)